Belive

უკრაინული მედია - ხოჭოლავა 90 წუთის განმავლობაში დამაჯერებელი იყო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში "შახტარმა" სტუმრად "რეალი" 2:3 დაამარცხა. დავით ხოჭოლავამ ისტორიული შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ დონეცკელთა მცველი უშეცდომო იყო. უკრაინულმა მედიამ 27 წლის ფეხბურთელის თამაში 7,0 ქულით შეაფასა და ხოჭოლავასადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"შახტარის" ცენტრალური დაცვის დუეტმა საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა. ერთადერთი განსხვავება მათ შორის იყო ის, რომ ხოჭოლავა 90 წუთის განმავლობაში აუღელვებელი იყო, ბონდარი კი ფინალურ ფაზაში თამაშობდა კარგად. გარდა ამისა, მოედანზე ბოლო 30 წუთში შექმნილი მდგომარეობა მათგან დიდ ყურადღებას მოითხოვდა. "შახტარის" მცველებმა საკუთარი საჯარიმოდან "რეალის" 20-მდე შეტევა მოიგერიეს. "რეალის" შეტევების დროს, ზეწოლისას, ხოჭოლავამ პოზიციურად უმაღლესი დონე გამოავლინა," - წერს football.ua.

სხვა სტატიები