Belive

უკრაინული მედია - ხოჭოლავას შეცდომები ჰქონდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში "შახტარმა" კიევში "ინტერს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. უკრაინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო დავით ხოჭოლავა. ქართველი მცველი 62-ე წუთზე მცირე ტრავმის გამო შეცვალეს. უკრაინულმა გამოცემამ football.ua საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის თამაში შეაფასა.
"5,0 ქულა - "შახტარის" ცენტრალური დაცვის ამ დუეტის უნიკალური მახასიათებელია წარმატებული და წარუმატებელი მატჩების ერთმანეთთან გაცვლა. ამავდროულად, იშვიათია, რომ უკრაინელ და ქართველ მცველებს თამაში ერთდროულად ჩაუვარდეთ. "ვორსკლას" წინააღმდეგ ბონდარი ძალიან უცნაური იყო, ხოჭოლავა კი "ინტერის" ფეხბურთელებმა ძალიან დაქანცეს. დავითი ძალიან ბევრ მარტივ სიტუაციაში შეცდა, აგებდა ორთაბრძოლებს და ბრძოლაში საერთოდ არ შედიოდა, ეს კი "ნერაძურისგან" მთავარი საფრთხე იყო," - წერს გამოცემა.

სხვა სტატიები