უკრაინული მედია: საქართველოს ნაკრები შესაძლოა შახტიორის ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს

უკრაინული მედია საქართველოს ნაკრების მომდევნო მწვრთნელის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

footballgazeta-ის თანახმად, “ჯვაროსნები”, შესაძლოა, იური ვერნიდუბმა ჩაიბაროს. უკრაინელი სპეციალისტი ბოლოს სოლიგორსკის “შახტიორში” მუშაობდა და რამდენიმე დღის წინ, ბელარუსის ჩემპიონატის მოგების შემდეგ გუნდი დატოვა კიდეც.

54 წლის იურიმ სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს დაიწყო და “შახტიორამდე” მხოლოდ “ზორიაში” ყოფილა. ლუგანსკის გუნდი  ვერნიდუბმა ევროპა ლიგაზე ორჯერ გაიყვანა.

(1963)

უკრაინული მედია: საქართველოს ნაკრები შესაძლოა შახტიორის ყოფილმა მწვრთნელმა ჩაიბაროს

სტატიის ავტორი
-