Belive

ული ჰიონესი: "იურგენ კლოპის ბაიერნში დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავი იყო"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გერმანულ მედია გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან საუბრისას ული ჰიონესმა ბოლო პერიოდის განმავლობაში მიუნხენის "ბაიერნის" ირგვლივ მომხდარი მოვლენა გაიხსენა, რომლის თანახმადაც იურგენ კლოპი "რეკორდმაისტერის" მწვრთნელად ინიშნებოდა. "2008 წელს იურგენ კლოპის "ბაიერნში" დანიშვნა გადაწყვეტილი ამბავი იყო, თუმცა მოხდა ისეთი ფაქტი, რომ მისი კანდიდატურა იურგენ კლინსმანმა ჩაანაცვლა. დღეს კლოპი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ჩვენს გუნდს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მისი გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ 1/8-ფინალური შეხვედრის ჩატარება მოუწევს", - განაცხადა ული ჰიონესმა. შეგახსენებთ, 19 თებერვალს 23:59 წუთზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 1/8-ფინალური შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ლივერპული" და "ბაიერნი" ენფილდზე შეხვდებიან.

სხვა სტატიები