Belive

უმძიმესი მდგომარეობა - მორიგი ტრავმირებული ლივერპულში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპული" ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. იურგენ კლოპის გუნდს ლიდერების უმრავლესობა ტრავმის გამო ვერ ეხმარება. როგორც მოგეხსენებათ, მერსესაიდელებს მთელი სეზონით გამოაკლდათ ვირჯილ ვან დაიკი. ნიდერლანდელმა მცველმა ჯვარედინი იოგების დაზიანების შემდეგ ოპერაცია გაიკეთა. ასევე დაშავებულია მეორე ცენტრალური მცველი ჯო გომესი, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და ენდი რობერტსონი. რაც შეეხება ახალ დანაკლისს, ის ჯორდან ჰენდერსონია. ინგლისელმა ნახევარმცველმა გუშინ, ერთა ლიგის A ლიგის მე-5 ტურის მატჩში ბელგიასთან ტრავმა მიიღო. 30 წლის ფეხბურთელი შესვენების დროს შესაცვლელი გახდა. გარდა ხსენებული დანაკლისისა, შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰს კორონავირუსი აქვს და ეგვიპტელი ფეხბურთელიც ამწუთისთვის კლოპისთვის მიუწვდომელია.

სხვა სტატიები