Belive

უმძიმესი ფაქტი - ალვარო მორატას შვილის მკვლელობით დაემუქრნენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
23 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ესპანეთმა 5:0 დაამარცხა სლოვაკეთის ნაკრები და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რითიც გაინაღდეს 1/8 ფინალის საგზური. მატჩის მე-12 წუთზე, ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეასრულა, რომელიც გოლად ვერ გადააქცია და სოციალურ ქსელში ალვარო მორატა ბულინგის მსხვერპლი გახდა. ჯგუფურ ეტაპზე მან საკმაოდ ბევრი ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა და გულშემატკივრებმა იგი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის იმედგაცრუებად დაასახელეს. ალვარო მორატას განცხადებით მატჩის შემდეგ, მის ტელეფონზე ზარები არ ჩერდებოდა და მას ემუქრებოდნენ, რასაც ესპანელმა ფეხბურთელმა ვერ გაუძლო და ტელეფონი სხვა ოთახში გადადო. ასევე, ალვარო მორატას განცხადებით, მის ოჯახს და შვილს სიკვდილით დაემუქრნენ.

მატჩის შემდეგ 19 საათი არ მეძინა, ჩემი ოჯახისა და შვილის მიმართ მუქარის წერილები და ზარები მივიღე. ერთ-ერთმა პიროვნებამ კი პირადად მითხრა, რომ შვილს მომიკლავდა. 

 

სხვა სტატიები