Belive

უმტიტი ბარსელონას ტოვებს, ახალი სავარაუდო გუნდები ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი ტოვებს. მოგეხსენებათ, რომ "ბლაუგრანას" ფეხბურთელმა სექტემბერში მუხლის ტრავმა მიიღო და დიდი დრო გაუცდა. ახლა კი იტალიური Calciomercato ავრცელებს ინფორმაციას, რომ უმტიტის "ბარსას" დატოვება სურს. იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები ზაფხულში დე ლიხტს შეიძენენ, სამუელის გუნდიდან წასვლის შანსი უფრო გაიზრდება. ცნობისთვის, 25 წლის ცენტრალურ მცველს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. იტალიური მედია წერს, რომ უმტიტის ორივე მანჩესტერული გუნდი მოსწონს.

სხვა სტატიები