Belive

უმტიტი ინფიცირებულია - ბარსელონას მცველს კორონავირუსი დაუდგინდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონამ" დაადასტურა, რომ სამუელ უმტიტის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. ფრანგი ცენტრალური მცველი მეორე ფეხბურთელია კატალონიური გრანდის შემადგენლობაში, რომელსაც COVID19-ით ინფიცირება დაუდგინდა - აქამდე მისი თანამემამულე ჟან-კლერ ტობიდო დაავადდა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უმტიტის გუნდის სხვა წევრებთან შეხება არ ჰქონია და ის ამჟამად თვითიზოლაციაში, უსაფრთხო მდგომარეობაში იმყოფება. ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს კონტაქტი ჰქონდა, გამოვლენილია და ისინი ტესტს დაუყოვნებლივ ჩაიტარებენ. "ბლაუგრანასთვის" დადებითი ის არის, რომ 26 წლის ფეხბურთელი ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ იმყოფება. "ბარსელონა" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მეოთხედფინალურ შეხვედრას 14 აგვისტოს, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები