Belive

უმტიტიმ ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სამუელ უმტიტიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას კატალონიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. უმტიტისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით ესპანურმა გრანდმა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხა. უმტიტის ხელფასი 10%-ით შემცირდება, ხოლო ფრანგი მცველისთვის 18 თვეში გადასახდელი თანხა 54 თვეზე გადანაწილდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, საერთო ჯამში "ბარსელონა" 50 მილიონ ევროს დაზოგავს. მიმდინარე სეზონში უმტიტიმ "ბარსას" მაისურით მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. 28 წლის ფეხბურთელს ტრავმები აწუხებს.

სხვა სტატიები