Belive

უნაი ემერი: "დღევანდელ გამარჯვებაში არსენალში მიღებული გამოცდილება დამეხმარა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთის პირისპირ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ვილიარეალი" ასპარეზობდნენ. უნაი ემერის თქმით, ესპანურ გუნდთან ერთად მოგებულ ტიტულში, არსენალში მიღებული გამოცდილება დაეხმარა. დრამატული ფინალის პენალტების სერია, უჩვეულო ანგარიშით - 11:10 დასრულდა. ესპანელი სპეციალისტისთვის ევროპა ლიგის აღნიშნული ტიტული უნაი ემერისათვის რიგით მე-4 გახლდათ. საყურადღებოა, რომ ემერი "ვილიარეალს" 2020 წლის ივლისში შეუერთდა, მას შემდეგ რაც ინგლისური კლუბიდან არასახარბიელო შედეგების გამო გაათვისუფლეს.
"დანამდვილებით ვამბობ, რომ ეს სულაც არ არის სპორტული შურისძიება. ვცდილობ დატკბეთ ყოველი მომენტით, გამარჯვებითაც და წაგებითაც. ვცდილობ ახალი გარემოებები შევქმნა, ასე რომ ყველგან, სადაც ვიყავი, მათ შორის "არსენალში", ბევრი რამ ვისწავლე, ბევრს განსხვავებულ ადამიანს შევხვდი და სხვადასხვა საფეხბურთო კულტურას გავეცანი. ინგლისურ კლუბში გატარებული დრო ამ გამარჯვების მოპოვებაშიც დამეხმარა ", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ერთადერთი მარცხი, როდესაც უნაი ემერი ევროპა ლიგის ფინალში დამარცხდა, 2019 წელს დაფიქსირდა, როდესაც "არსენალს" ხელმძღვანელობდა, საფინალო ოპონენტი კი "ჩელსი" გახლდათ.

სხვა სტატიები