Belive

უნაი ემერი: "პირველი გოლის გატანა უმნიშვნელოვანესი იყო"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგის ფინალში, "ჩელსი" "არსენალს" დაუპირისპირდა. ბაქოში, "ოლიმპიურ სტადიონზე" გამართულ მატჩში გულშემატკივარმა 5 გატანილი ბურთი იხილა. პირველი ტაიმის ფრედ (0:0) დასრულების შემდეგ, მეორე ტაიმში უპირატესობა "ჩელსიმ" მოიპოვა და "არსენალი" სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 4:1 დაამარცხა. "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა. დიდი სამუშო გავწიეთ იმისათვის, რომ ფინალში გვეასპარეზა. ბევრი ვიშრომეთ, თუმცა ეს ყველაფერი შედეგზე არ აისახა. ვულოცავ "ჩელსის" დამსახურებულ გამარჯვებას. ამ შეხვედრაში პირველი გოლის გატანა იყო უმნიშვნელოვანესი. გაშვებული გოლის შემდეგ, იძულებული გავხდით შეგვეტია, ამ დროს კი შეცდომის დაშვებამ, შესაძლოა, მატჩის ბედი გადაწყვიტოს. სამწუხაროდ მეორე გოლიც გავუშვით, რის შემდეგადაც კიდევ უფრო გაგვიჭირდა." "სამუშაო პროცესში ვართ. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა მაგრამ მარცხის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით ვვითარდებით. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით იმისათვის, რომ გავძლიერდეთ და კიდევ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა გავხდეთ." "საფეხბურთო სამყაროში "არსენალი" ძლიერი გუნდის სახელითაა ცნობილი. არაერთ ფეხბურთელს სურს ჩვენთან თამაში. სეზონის დასაწყისში გვსურდა, რომ ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი შეგვექმნა - ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვვითარდებით. მიმაჩნია რომ ტრანსფერებზე საუბრისათვის შესაბამისი დრო არაა. ჩემი მთავარი საზრუნავი გუნდის გაძლიერებაა. შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვოს, თუმცა ჯერ ადრეა ტრანსფერებზე საუბარი. მომავალი სეზონისთვის მომზადებას განვაგრძობთ. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც დღეისათვის ირიცხებიან გუნდში მომავალ სეზონში კიდევ უფრო გაძლიერდებიან."  

სხვა სტატიები