Belive

უნაი ემერის 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა მიეცა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უნაი ემერის საკუთარი პოსტის გადასარჩენად 1 თვიანი ვადა მიეცა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "მეთოფეების" თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია - "არსენალი" 17 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო ტურში "ლესტერთან" მარცხის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულთან 9 ქულიანი ჩამორჩენა ექნება. ჩრდილო ლონდონური კლუბის მესვეურებმა მთავარ მწვრთნელს 1 თვიანი გამოსაცდელი ვადა მისცეს - იმ შემთხვევაში თუ "არსენალის" თამაშის ხარისხი არ გაუმჯობესდა და "მეთოფეები" ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში არ აღმოჩნდნენ, ემერის პოსტს დაატოვებინებენ. ბრიტანული მედია საშუალებები ემერის შემცვლელად პატრიკ ვიეირასა და მიკელ არტეტას ასახელებენ. კანდიდატთა შორის მასიმილიანო ალეგრიც მოხვდა.

სხვა სტატიები