Belive

უნგრელი ფანებისა და პოლიციის დაპირისპირება უემბლიზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, ევროპის ზონის I-ჯგუფის შეხვედრაში, ინგლისი უნგრეთს დაუპირისპირდა. "უემბლიზე" გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის მსვლელობის დროს, ბრიტანელ სამართალდამცავებსა და უნგრელ ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, უნგრელი ფანების სექტორიდან რასისტული შეძახილები ისმოდა. სტიარდებმა და პოლიციის თანამშრომლებმა უნგრელი ფანების ტრიბუნაზე წესრიგის დამყარება გადაწყვიტეს, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

სხვა სტატიები