Belive

უნგრული მედია: ზამთარში ქართველების სამ ტრანსფერს უნდა ველოდოთ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უნგრული მედია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე 3 ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს ელოდება.

გამოცემა nb1 ზამთრის პერიოდში ყველა კლუბში მოსალოდნელი ტრანსფერების შესახებ საუბრობს, მათ შორის კი იმ სამივე ქართველ ფეხბურთელს განიხილავს, რომლებიც უნგრეთის ჩემპიონატში თამაშობენ, ესენი ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი ხარაიშვილი და ბუდუ ზივზივაძე არიან.

გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელსაც შემოდგომის შემდეგ "ფეჰერვარის" მთავარ გუნდში სათამაშო პრაქტიკა ყოფილ თანაგუნდელთან მაისურის გაცვლის გამო აღარ აქვს, შემოთავაზებებს ისრაელის, კვიპროსის, პოლონეთის და გერმანიის ჩემპიონატებიდან იღებს. მისი კონტრაქტის გასხვისების შემთხვევაში კლუბი 800 000 ევროს მიიღებს, რაც კლუბისთვის სარფიანი წინადადება იქნება.

რაც შეეხება "ფერენცვაროშის" შემტევ ნახევარმცველ, გიორგი ხარაიშვილს და "მეზოკოვეშდის" მარცხენა მცველს ლუკა ლაკვეხელიანს, მათი კლუბებიდან წასვლა საკმაოდ სავარაუდოა და მათ ნაცვლად თავიანთ გუნდებს 200 000 ევროს მიღების შესაძლებლობა აქვთ.

უნგრეთში სატრანსფერო ფანჯარა 15 იანვარს გაიხსნა, 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 14 თებერვალს დასრულდება.

სხვა სტატიები