Belive

უნიკალური ფაქტი - ბუფონს იტალიის თასი მამა-შვილ კიეზებთან აქვს მოგებული

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში „ატალანტას“ დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე  2:1 დაამარცხა და იტალიის თასს ისტორიაში მეთოთხმეტედ დაეუფლა. 43 წლის ასაკში, კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა ჯანლუიჯი ბუფონმა. მეორე და გადამწყვეტი გოლი „ატალანტას“ კარში ფედერიკო კიეზამ გაიტანა, რითაც ტურინულ კლუბს ჩემპიონობა მოუპოვა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იტალიელმა მეკარემ პირველად კოპა იტალია 21 წლის ასაკში, 1999 წელს „პარმას“ შემადგენლობაში მოიგო, სადაც მისი თანაგუნდელი ფედერიკო კიესას მამა, ენრიკო კიეზა იყო. 1999 წლის ფინალში, „პარმამ“ „ფიორენტინა“ დაამარცხა, როდესაც მაშინ ფედერიკო 2 წლის იყო. ახლა კი გამოვიდა, რომ ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის თასი მამა-შვილ კიეზებთან აქვს მოგებული.  

სხვა სტატიები