Belive

UNITED FOR UKRAINE - უკრაინის ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშაა გამოსახული

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უკრაინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ახალი სათამაშო მაისური წარადგინა, რომლითაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის წინ დაგეგმილ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ მაისურზე უკრაინის საზღვრებია გამოსახული და ის იმ ქვეყნების დროშებითაა გაფორმებული, რომლებიც რუსეთის აგრესიისა და ბარბაროსული ქმედებების დროს, უკრაინას აქტიურ მხარდაჭერას უწევს - უკრაინის ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშაცაა გამოსახული. მაისურის კიდევ ერთ განსაკუთრებულ კომპონენტს მოთამაშეთა ნომრები წარმოადგენს, რომლებიც უკრაინის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების სახელწოდებითაა წარმოდგენილი. უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია, ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას შეუერთდა და აღნიშნული ამხანაგური მატჩი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მატჩიდან და გაყიდული მაისურებიდან მიღებული თანხა, ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენას მოხმარდება. უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ახალი ფორმით პირველად 11 მაისს, "გლადბახის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში იასპარეზებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრაში, უკრაინა შოტლანდიის დამარცხებას შეეცდება. შოტლანდიასა და უკრაინას შორის გამარჯვებული, მუნდიალის საგზურისთვის ფინალურ შეხვედრაში, უელსს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები