Belive

უოტფორდი Vs. ლესტერი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: "უოტფორდი" Vs. "ლესტერი" "ფულჰემი" Vs. "ჩელსი" "ევერტონი" Vs. "ლივერპული" Live.Ge წარმოგიდგენთ თითოეული მატჩის დეტალურ პრევიუს: 3 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე, "უოტფორდი" "ლესტერს უმასპინძლებს. "ვიკერეიჯ როუდზე" გასამართ მატჩს "ლესტერი" დანაკლისით ხვდება. "მელიების" დახმარებას მეტიუ ოლბრაიტონი და დანიელ ამარტე ვერ შეძლებენ. "უოტფორდის" მხრიდან კი კიკოს თამაშია საეჭვო. "მელიების მთავარი მწვრთნელის პოსტი ბრენდან როჯერსმა ჩაიბარა, რომლის მეთაურობითაც "ლესტერი" პირველ შეხვედრას გამართავს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში გუნდები მე-8 ("უოტფორდი") და მე-11 ("ლესტერი") პოზიციებზე იმყოფებიან.

საინტერესო ფაქტები მატჩის წინ: 

  • ორ გუნდს შორის პრემიერლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან "უოტფორდმა" ორ შეხვედრაში შეძლო ანგარიშის გახსნა - სამჯერ კი "ლესტერის" ფეხბურთელებმა გახსნეს ანგარიში.
  • ორ გუნდს შორის პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში "ლესტერმა" 9 გოლი გაიტანა, "უოტფორდმა" მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო.
  • პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ლესტერის" საუკეთესო სნაიპერი ჯეიმი ვარდია. ინგლისელმა ფორვარდმა 9 გოლი გაიტანა - სამჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა. "უოტფორდის" საუკეთესო მეგოლე ტროი დინია, რომლის ანგარიშზეც 7 გოლი და ასევე 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები