Belive

უოტფორდის ქომაგების რეაქცია ჩისკოს დანიშვნის შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
თბილისის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი "უოტფორდის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 40 წლის ესპანელი სპეციალისტი გუნდში სერბი ვლადიმირ ივიჩის ნაცვლად მიიყვანეს. "უოტფორდმა" პრემიერ ლიგის 2019-20 წლის სეზონი 34 ქულით მე-19 პოზიციაზე დაასრულა და ჩემპიონშიპში დაქვეითდა. მიმდინარე სეზონში გუნდს 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 34 ქულა აქვს, ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "ნორვიჩს" 9 ქულით ჩამორჩება. "უოტფორდში" ჩისკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას კლუბის გულშემატკივრები გამოეხმაურენ. გთავაზობთ რამდენიმე ქომაგის კომენტარს ჩისკოს დანიშვნის თაობაზე: 
"ღმერთო, მეგობრებო, უკვე მოულოდნელობა აღარაა, რომ ჩვენ კიდევ ერთი არავინ გვყავს. სრულ ჭკუაზე მყოფი და ოდნავ ნორმალური ვინ მოვა "უოტფორდში". მით უმეტეს, რომ მწვრთნელებს ხელთათმანებივით ვიცვლით". "შემდეგი ახალი მწვრთნელის დანიშვნა რამდენიმე თვეში გარდაუვალია. არ შეიძლება ისეთი მწვრთნელი გვყავდეს, რომელსაც ოდნავ მაინც ესმის ინგლისური ფეხბურთი? საკმარისია". "ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, ჩვენ მას შანსი უნდა მივცეთ". "მიყვარხარ, "უტფორდო", მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებებით გუნდი მალე სამარეში აღმოჩნდება. კიდევ ერთი ცუდი გადაწყვეტილება მრავალი ცუდი გადაწყვეტილების შემდეგ. კლუბის ხელმძღვანელობა ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს. მოგვბეზრდა დაცინვის ობიექტებად ყოფნა". "გულახდილად რომ ვთქვა, ვთვლი, რომ მე უფრო კვალიფიციური ვარ". "კიდევ ერთი ტრაგიკული გადაწყვეტილება... რატომ არ შეიძლება გვყავდეს ვინმე ისეთი, ვისაც საკუთარი შესაძლებლობები დამტკიცებული აქვს. იპოვეთ ვინმე ისეთი, ვისაც ამ ლიგაში მოღვაწეობის გამოცდილება აქვს".

სხვა სტატიები