Belive

უოტფორდმა ჩისკო დაითხოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,უოტფორდმა'' ინფორმაცია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩისკო მუნიოსის დათხოვის შესახებ ოფიციალურად დაადასტურა. ,,ონავრების'' განცხადებაში წერია, რომ კლუბი ესპანელ სპეციალისტს გასული სეზონისთვის მადლობას უხდის, თუმცა ბოლოდროინდელი შედეგებით უკმაყოფილოა. ჩისკო ,,უოტფორდის'' მწვრთნელად 2020 წლის დეკემბერში დაინიშნა და გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში უოტფორდელები 7 ტურის შემდეგ 7 ქულით ცხრილის მე-14 პოზიციაზე არიან.


სხვა სტატიები