Belive

უოტფორდმა მიმდინარე სეზონში მე-4 მწვრთნელი გაათავისუფლა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, "უოტფორდმა" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ნაიჯელ პირსონი გაათავისუფლა. მიმდინარე სეზონის უკანასკნელ 2-ტურში, "უოტფორდს" "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" წინააღმდეგ ორი უმძიმესი ბრძოლა ელის - თუმცა კლუბის ხელმძღვანელებმა ნაიჯელ პირსონის დასჯის გადაწყვეტილება "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გამართული უსახური მატჩის შემდეგ მიიღეს. ღრმა კრიზისში მყოფი "უოტფორდი" გასავარდნ ზონაში მყოფ "ასტონ ვილას" მხოლოდ 3-ქულით უსწრებს და მომდევნო ტურებში ფეხის დაცდენის შემთხვევაში, შესაძლოა პრემიერ ლიგას დაემშვიდობოს. აღსანიშნავია, რომ ნაიჯელ პირსონი გახდა მე-4 მწვრთნელი, რომელიც "უოტფორდმა" მიმდინარე სეზონში გაათავისუფლა. 2019/20 წლების სეზონის სტარტზე, გუნდს ხავი გრასია წვრთნიდა, თუმცა კატასტროფული სტარტის გამო, იგი სექტემბერში დაითხოვეს. ხავი გრასიას შემცვლელად, კიკე სანჩეს ფლორესი დაინიშნა, რომელმაც "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის პოსტი მხოლოდ 85 დღით დაიკავა. დეკემბერში, დროებითი მწვრთნელის პოსტს ჰეიდენ მულინსი იკავებდა და იმავე თვეს გუნდი ნაიჯელ პირსონმა ჩაიბარა. სეზონის დარჩენილ ორ მატჩში "უოტფორდს" კვლავ ჰეიდენ მულინსი და გრემ სტაკი უხელმძღვანელებენ.

სხვა სტატიები