Belive

უოტფორდს მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი ეყოლება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"უოტფორდს", კლუბს, რომელიც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სამწვრთნელო შტაბის ხშირი ცვლილებით ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მოწინავეა, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ლონდონურ კლუბს გამოცდილი ინგლისელი სპეციალისტი, როი ჰოჯსონი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად თავად დაადასტურა. ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი ბოლოს "კრისტალ პალასს" მეთაურობდა და ლონდონური კლუბი 2021 წელს დატოვა, პრემიერ ლიგაში კი თავის კარიერაში მე-17 განსხვავებული გუნდით დაბრუნდება.

46-წლიანი კარიერის განმავლობაში, როი ჰოჯსონს პოცოს ოჯახთან უკვე უმუშავია, ეს "უდინეზეს" გაწვრთნის პერიოდში მოხდა. ხსენებული ოჯახი "უოტფორდსაც" ფლობს და ბოლო წლების განმავლობაში მწვრთნელთა ცვლილებებით რეკორდსმენიც გახლავთ. აღსანიშნავია, რომ 2021/22 წლების სეზონის დასაწყისში, 2020 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ლონდონელებს "დინამო თბილისის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი ხელმძღვანელობდა, რომელმაც გუნდი ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში აიყვანა, 7 ტურის თავზე მისი გათავისუფლების შემდეგ კი პოზიციას ვეტერანი იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი იკავებდა. "უოტფორდი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში, 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვილი 14 ქულით ბოლოსწინა, მე-19 პოზიცია უკავია.საინტერესოა, რომ ამ ქულების 50% (7 ქულა) გუნდმა ჩისკოს ხელმძღვანელობით მოიპოვა.

სხვა სტატიები