Belive

უოტფორდი პრემიერლიგის განახლების წინააღმდეგია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"უოტფორდის" თავჯმდომარის, სკოტ დაქსბერის განცხადებით, მას კლუბს პრემიერლიგის შესაძლო დაბრუნება დისკომფორტს უქმნის, რადგან კლუბი COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუშაობა მიმდინარეობს ჩემპიონატის ივნისში განახლებაზე.
"დისკომფორტს მიქმნის ფეხბურთის დაბრუნების შესახებ საუბარი, როდესაც ამ მდგომარეობაში ვართ. ეს პანდემიას და ფეხბურთი მეორეხარისხოვანია მაშინ, როცა ასეთი ვითარება გვაქვს საავადმყოფოებში. ყველა ვხედავთ, რომ ჩვენ ომში ვართ, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ფეხბურთი საზოგადოებაში დიდ როლს ასრულებს, მაგრამ პრიორიტეტები სწორად უნდა დავალაგოთ," - თქვა დაქსბერმა.
პრემიერლიგის შეჩერებამდე "უოტფორდი" 27 ქულით მე-17 პოზიციაზე იყო.

სხვა სტატიები