Belive

"უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ საქართველოს ნაკრები", - როგორ ეხმაურება ინგლისური პრესა ბათუმში მარცხს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წლის ბოლო შეხვედრაში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმის ახალ სტადიონზე, ინგლისელი თანატოლები ამხანაგურ დაპირისპირებაში - 3:2 დაამარცხეს. ბათუმში განცდილ მარცხს ბრიტანული პრესაც ეხმაურება. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინგლისური გამოცემა The Sun-ი აღნიშნულ შეხვედრას სტატიას უძღვნის და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შესახებ საინტერესოდ საუბრობს.
"ახალგაზრდა "ლომების" მთავარმა მწვრთნელმა ლი კარსლიმ 21-წლამდე ევროს ერთ-ერთ მასპინძელ მოედანზე, შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ინგლისის მეხსიერებაში ამ გუნდმა უფრო ღრმა შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე უბრალოდ საქართველოს ნაკრები", - წერს The Sun-ი.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მხრიდან ინგლისელთა კარში დუბლი გიორგი გულიაშვილმა შეასრულა, ხოლო 1 გოლის გატანა გიორგი გოჩოლეიშვილმა მოახერხა.

სხვა სტატიები