Belive

უპირატესობა? ბელარუსის ჩემპიონატი ერთა ლიგამდე ერთი კვირით ადრე დაიწყება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩება და ჩვენი მეტოქის ბანაკიდან ყოველდღიურად სხვადასხვა სიახლეები ვრცელდება. როგორც ჩანს, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბებს შორის არსებული კონფლიქტი დროებით მაინც უკანა პლანზე გადავიდა და ჩემპიონატის კალენდარი დამტკიცდა. ბელარუსის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშება ერთა ლიგამდე 1 კვირით ადრე, 19 მარტს დაიწყება. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული გუნდის წევრების უმეტესობა შიდა ჩემპიონატში თამაშობს, სავარაუდოა, რომ ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელები "ჯვაროსნებთან" მატჩისთვის სათანადო ფორმაში ვერ იქნებიან. საქართველოს ეროვნული ლიგა 29 თებერვალს, "დინამო არენაზე", მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისისა" და "თელავის" დაპირისპირებით გაიხსნება.

სხვა სტატიები