უპრეცედენტო შემთხვევა ლიონში – ორი მატჩი ერთ დღეში

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში “ლიონი” “ზენიტს” ესტუმრა. ფრანგებმა რუსული კლუბის წინააღმდეგ მატჩი 0:2 დათმეს.

სტუმართა შემადგენლობაში 83-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა 16 წლის ამინ გუირი, რომელმაც დღეს “ლიონის” მაისურით მე-2 თამაში ჩაატარა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა რამდენიმე საათის წინ, “ლიონისა” და “ზენიტის” ახალგაზრდული გუნდები დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა.

ეს შემთხვევა ჩემპიონთა ლიგაზე უპრეცედენტოა. აქამდე არასდროს მომხდარა, რომ ფეხბურთელს, ერთი დღის განმავლობაში როგორც ახალგაზრდულ, ასევე, მთავარი გუნდების რიგებში ეთამაშოს.

(11236)

უპრეცედენტო შემთხვევა ლიონში – ორი მატჩი ერთ დღეში

სტატიის ავტორი
-