Belive

ურალის პრეზიდენტი: "გაგნიძე ჩვენთან ითამაშებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უდიდესი ალბათობით, ლუკა გაგნიძეს "დინამო მოსკოვი" სხვა რუსულ კლუბში გაანათხოვრებს. "ურალის" პრეზიდენტის, გრიგორი ივანოვის განცხადებით, ეკატერინბურგელები 18 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატებასთან ახლოს არიან.
"დინამო მოსკოვთან" გაგნიძის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს ვართ. ძალიან დიდი ალბათობით, ლუკა მომდევნო სეზონს ჩვენთან იჯარით გაატარებს, თუმცა მისი გამოსყიდვის უფლება არ გვექნება. ვფიქრობ, რომ გაგნიძეს "ურალში" ადაპტაცია შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ქართველი სარგებელს მოუტანს ორივე გუნდს - "ურალსაც" და "დინამო მოსკოვსაც". ეს არის ფეხბურთელი, უდიდესი პოტენციალით," - ამბობს ივანოვი რუსულ მედიასთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველი ცოტა ხნის წინ "დინამო თბილისიდან" "დინამო მოსკოვში", 1,5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ლუკამ ეროვნულ ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დააგროვა.

სხვა სტატიები