Belive

ურუგვაელმა ფორვარდმა სანტიაგო გარსიამ 30 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინული "გოდოი კრუზის" ურუგვაელმა თავდამსხმელმა სანტიაგო გარსიამ 30 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამის მიზეზი კი მისი მუდმივი დეპრესია გახდა. მთელი არგენტინული ფეხბურთი შეძრა იმ ფაქტმა, რომ სანტიაგო გარსია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. TyC Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ურუგვაელი ფორვარდი რამდენიმე წლის განმავლობაში ფსიქოთერაპიის კურსს გადიოდა, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 6 თებერვალს ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, პოლიციამ სუიციდის ფაქტი დაადასტურა. "გოდოი კრუზის" პრეს-სამსახურის განცხადებაში ნათქვამია:
" სამწუხაროდ, უნდა დავადასტუროთ დღეს სანტიაგო გარსიას შესახებ გამოქვეყნებული ტრაგიკული ფაქტი. გთხოვთ, ამ ამბის მიმართ სათანადო პატივისცემა გამოიჩინოთ". " მთელი კლუბი უზომოდ დამწუხრებულია ამ ამბის გამო და სანტიაგოს ოჯახს და ახლობლებს თანადგომას უცხადებს".
სანტიაგო გარსია კარიერის მანძილზე რამდენიმე კლუბში თამაშობდა, მათ შორის: "ნასიონალში", "ქასიმფაშაში", "რივერ პლეიტში" (მონტევიდო), მისი ბოლო კლუბი "გოდოი კრუზი" იყო. 2011 წელს გარსია 23 გატანილი გოლით ურუგვაის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2017-18 წლების სეზონში კი სანტიაგომ არგენტინის ჩემპიონატში 17 გოლის გატანა შეძლო.    

სხვა სტატიები