Belive

უსეინ ბოლტის საფეხბურთო კარიერა დასრულდა?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უსეინ ბოლტისა და "სენთრალ ქოუსთ მარინერსის" გზები გაიყო. რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ავსტრალიურ კლუბთან კონტრაქტის პირობების შეთანხმება ვერ შეძლო. 32 წლის იამაიკელი სპრინტერი მიმდინარე წლის აგვისტოში შეუერთდა "სენთრალ ქოუსთ მარინერსს". უსეინ ბოლტმა ავსტრალიის უმაღლესი ლიგის ბინადარი კლუბის რიგებში რამდენიმე შეხვედრაც ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და უსეინ ბოლტს შორის გამართული აქტიური მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. "მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო "სენთრალ ქოუსთ მარინერსის" მესვეურებს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს. მათ საკმაოდ თბილი და დადებითი გარემო შემიქმნეს. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ", - აღნიშნა უსეინ ბოლტმა. ამ წუთისათვის უცნობია - რეკორდსმენი სპრინტერი ახალი კლუბის ძიებას შეუდგება თუ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

სხვა სტატიები