Belive

უსეინ ბოლტს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავსტრალიური მედიის თანახმად, იამაიკელმა სპრინტერმა, უსეინ ბოლტმა, "სენტრალ ქოუსთ მარინერსის" მოლოდინი გაამართლა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ მას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე თამაში ბოლტის უდიდესი სურვილი იყო. მან სინჯები დორტმუნდის "ბორუსიაშიც" გაიარა, თუმცა ევროპულმა გუნდებმა მასზე არჩევანი არ შეაჩერეს. ამის შემდეგ გამოჩნდა ავსტრალიური "სენტრალ ქოუსთ მარინერსი," სადაც ბოლტმა სინჯები წარმატებით გაიარა - მან ერთ-ერთ მატჩში დუბლის შესრულებაც მოახერხა (იხილეთ ვიდეო). 32 წლის სპრინტერს ამჟამად კონტრაქტი არცერთ გუნდთან არ აკავშირებს და დიდი ალბათობით, იგი კონტრაქტს დათანხმდება და მომდევნო 2 წელიწადს ავსტრალიაში გაატარებს.

სხვა სტატიები