Belive

უსიამოვნო სიახლე მილანის ლაზარეთში იუვენტუსთან მატჩის წინ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" ორი ფეხბურთელი კორონავირუსი დაინფიცირდა. რადე კრუნიჩი და ანტე რებიჩი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან. კრუნიჩისა და რებიჩის კორონავირუსით დაინფიცირება მილანურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა. "როსონერის" მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება. იბრაჰიმოვიჩის, ტონალის, ბენასერის, სელემეკერსისა და გაბიას დანაკლისის ფონზე, კრუნიჩისა და რებიჩის არ ყოფნა სტეფანო პიოლისათვის "იუვენტუსის" წინააღმდეგ მატჩის წინ მძიმე დარტყმაა.

სხვა სტატიები