Belive

უსმან დემბელე ევრო 2020-ის მიღმა დარჩა | ფრანგი ფეხბურთელი ტრავმირებულია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონასა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი უსმან დემბელე უნგრეთის წინააღმდეგ თამაშში დაშავდა და ევრო 2020-ზე მისი ასპარეზობა ფაქტობრივად გამოირიცხა. მეორე ტაიმში შემოსულმა ფრანგმა ფეხბურთელმა თამაშის დასრულება ვერ მოახერხა და "მამლების" მთავარ მწვრთნელს მისი შეცვლა მოუწია. დემბელემ მოედანი მას შემდეგ დატოვა, რაც მუხლზე დისკომფორტი იგრძნო. თამაშის შემდეგ დემბელე ბუდაპეშტის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც რენტგენზე გააშუქეს და მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ევროპის ჩემპიონატის მოქმედების ვადებს ცდება, შესაბამისად ფეხბურთელი ევრო 2020-ზე ვეღარ იასპარეზებს. რაც შეეხება საფრანგეთსა და ევრო 2020-ს, აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა პირველ შეხვედრაში რთული მეტოქის, გერმანიის დამარცხება შეძლეს, ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდში კი უნგრელებთან ფრე ითამაშეს.

სხვა სტატიები