Belive

უსმან დემბელე კვლავ ტრავმირებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში კატალონიურმა გრანდმა გასვლაზე კადისთან მოულოდნელად წააგო - შეხვედრა 2:1 დასრულდა. კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უსმან დემბელემ დაზიანება სწორედ "კადისთან" შეხვედრაში მიიღო. 23 წლის ფრანგი შემტევი შეხვედრაში 46-ე წუთზე კოუტინიოს ნაცვლად შემოვიდა და შეხვედრა უპრობლემოდ დაამთავრა. კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: "6 დეკემბერს კვირა დილას ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ უსმან დემბელეს დაჭიმული აქვს მუხლქვეშა მყესი. ტრავმაზეა დამოკიდებული, როდის შეძლებს ფეხბურთელი თამაშს". დემბელეს ტრავმიდან გამომდინარე, "ბარსელონას" "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩში ვერც ფრანგი შემტევი დაეხმარება. უსმან დემბელე კატალონიურ გრანდს 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა 157 მილიონი დოლარის სანაცვლოდ, თუმცა მას შემდეგ ნიჭიერ მოთამაშეს არა ერთი ტრავმა აქვს მიღებული, რის გამოც ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.        

სხვა სტატიები