Belive

უცნაური თეორია თუ რატომ მიიღეს ფეხბურთელებმა ტრავმები მანჩესტერი - ლივერპული მატჩის დროს!

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მანჩესტერი - ლივერპულის 24 თებერვლის დაპირისპირება ისტორიაში ნამდვილად არ შევა, თუმცა ეს მატჩი ფეხბურთელთა ტრავმებით გამოირჩა. "იუნაიტედმა" ყველა ცვლილება პირველივე ტაიმში გამოიყენა, ხოლო "ლივერპულმა" კი ერთი ცვლილება გააკეთა - ფირმინიო შეცვალა სტარიჯით. პირველი 45 წუთი ორივე გუნდისთვის კოშმარი იყო.  

2009 წლის თებერვლის შემდეგ (უიგანი - ფულემი) მსგავსი ფაქტი პრემიერლიგაში არ დაფიქსირებულა, რომ პირველ ტაიმში 4 შეცვლა მომხდარიყოს. აღნიშნული ფაქტი შესაძლოა ერთმა ძალიან უცნაურმა შემთხვევამ გამოიწვია. მატჩის დაწყებამდე 48 საათით ადრე "მანჩესტერ იუნატედის" თანამშრომლებმა მოედანზე შესასხურებელი ნიორი დაასხეს, რათა მოედნის ზედაპირი უფრო გლუვი და მოსწორებული ყოფილიყო. დიახ, სწორედ ნიორი იცავს ბალახს დაზიანებისგან და პარაზიტებისგან. წლების განმავლობაში აღნიშნულ ხერხს ბევრი პრემიერლიგის ბინადარი იყენებს. მაგრამ უამრავი გულშემატკივარი ისევ აბრალებ ნიორი სპრეის იმას რომ ფეხბურთელები ტრავმებს იღებენ.

სხვა სტატიები