Belive

უცნობი ისტორია: კრიშტიანუ რონალდუს ბარსელონაში გადასვლამდე 1 ნაბიჯი დააკლდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი, ჟერარდ პიკე ამტკიცებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალში" გადასვლამდე, კატალონიური გრანდის რიგებში გადაბარგებასთან ძალიან ახლოს იყო. რონალდუ სამეფო კლუბში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 2009 წელს, იმ დროისთვის სარეკორდო თანხის 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. რაც შემდეგ მოხდა, როგორც იტყვიან, ისტორიაა. ჩემპიონთა ლიგის 4 ტიტული, 4 ოქროს ბურთი, 438 მატჩში გატანილი 450 გოლი, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი და სხვა არაერთი ტიტული.
No description available.
თუმცა, შესაძლებელი იყო, ყველაფერი სხვაგვარად მოხდარიყო და პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს უშუალო კონკურენტის, "ბარსელონას" რიგებში ეთამაშა.
"რონალდუ ძალიან ახლოს იყო "ბარსელონაში" გადასვლასთან. ეს იქამდე მოხდა, ვიდრე იგი მადრიდში წავიდოდა. ასეთივე შემთხვევა იყო ვინიციუს ჯუნიორთან დაკავშირებით", - ამბობს პიკე. მსოფლიოს 2010 და ევროპის 2012 წლის ჩემპიონი ფეხბურთელი თანამედროვეობის ამომავალი ვარსკვლავის, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდის მომავალზეც საუბრობს და ამბობს, რომ იგი კარიერას სავარაუდოდ ესპაენთში გააგრძელებს. "ვფიქრობ, ჰალანდი ლა ლიგაში გადმოვა. საუკეთესო ფეხბურთელები ჩემთან ერთად მინდა თამაშობდნენ. ეს ჩემი აზრია და არა ინფორმაცია. ჰალანდისა და მბაპეს ყოლა კარგი იქნება ლა ლიგისა და ზოგადად ფეხბურთისთვის. მაგრამ ფსონის დადება რომ მომიწიოს, ვიტყოდი, რომ ისინი ერთ გუნდში არ ითამაშებდნენ. თუნდაც ისინი ახლა გადავიდნენ თავიანთი კლუბებიდან, მაინც", - ამბობს 34 წლის ესპანელი უკანახაზელი.
ჟერარდ პიკემ და კრიშტიანუ რონალდუმ ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში 2004-08 წლებში, 15 შეხვედრაში ითამაშეს, ინგლისის პრემიერ ლიგა, ლიგის თასი და სუპერ თასი მოიგეს.
12 Players Who Have Played With Both Cristiano Ronaldo & Lionel Messi |  90min

სხვა სტატიები