Belive

უცნობი ისტორია: ლევანდოვსკი ჯენოაში გადადიოდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რობერტ ლევანდოვსკი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მან ეს სტატუსი ბუნდესლიგის ორ გამორჩეულ გუნდში 10-წლიანი წარმატებული გამოსვლის შედეგად მოიპოვა. თუმცა, ყველაფერი შესაძლოა სულ სხვაგვარად ყოფილიყო. 2010 წელს, პოლონელი ფორვარდი სერია A-ში გადაბარგებასთან ახლოს იყო - ლევანდოვსკის შეძენა "ჯენოას" სურდა. "ლევანდოვსკისთან შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, მას გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი კარგად იცნობდა და ის გენუაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, კლუბის პრეზიდენტმა ამ ტრანსფერზე უარი თქვა",-იხსენებს ჯენოას ყოფილი სპორტული დირექტორი სტეფანო კაპოზუკა. ლევანდოვსკიმ დორტმუნდის "ბორუსიასა" და მიუნხენის "ბაიერნის" მაისურით ჯამში 303 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები