Belive

უცნობი ისტორია: ფეხბურთის სიყვარულმა პირველი მსოფლიო ომი დროებით შეაჩერა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზუსტად 104 წლის წინ, 1914 წლის 25 დეკემბერს, პირველი მსოფლიო ომი დროებით შეჩერდა. ამ მოვლენას საშობაო დაზავება ეწოდა. ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა ერთმანეთს შობა მიულოცეს. ნეიტრალურ ტერიტორიაზე ტყვია არ გავარდნილა. დასავლეთის ფრონტზე ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა ფეხბურთი ითამაშეს. ამით ისინი არ შერიგებულან, თუმცა საშობაო დაზავების ფარგლებში ურთიერთპატივისცემა გამოხატეს. ეს უცნობი ამბავი მსოფლიო ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა. ფეხბურთისადმი უზომო სიყვარულმა, შობის დღესასწაულისადმი პატივისცემამ და პატრიოტიზმმა, პირველი მსოფლიო ომი დროებით შეაჩერა.

სხვა სტატიები