Belive

უცნობი ფაქტი: მანჩესტერს მაგუაირის შეძენა £76 მილიონით ნაკლებად შეეძლო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჰარი მაგუარი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია – “წითელმა ეშმაკებმა” 26 წლის მცველის სანაცვლოდ სოლიდური თანხა, £80 მილიონი გადაიხადეს. ტრანსფერის შედეგად, მაგუაირი მსოფლიოში ყველაზე ძვირადდღირებული მცველი გახდა. საინტერესო ფაქტია, რომ ჰარი მაგუაირი "წითელი ეშმაკების" რიგებში გაცილებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ შეიძლებოდა აღმოჩენილიყო - მისი შეძენის ინიციატორი დევიდ მოიესი იყო. იმ პერიოდში კი, მაგუაირის სატრანსფერო ფასი სულ რაღაც £4 მილიონს შეადგენდა. თუმცა იმ პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ტრანსფერის განხორციელება არ მოინდომა და როგორც ვხედავთ, შეცდომაც დაუშვა. მაგუაირის ტრანსფერამდე, ყველაზე ძვირადღირებულ მცველად ვირჯილ ვან დაიკი ითვლებოდა, რომლის სანაცვლოდაც “ლივერპულმა” “ჰალ სიტის” £75 მილიონი გადაუხადა.    

სხვა სტატიები