Belive

ვაისი: "საქართველოდან სუფთა სინდისით წამოვედი"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
sport.aktuality.sk-სთან ინტერვიუში ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გატარებული 5 წელი შეაჯამა. 56 წლის სლოვაკმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველო სუფთა სინდისით დატოვა და ახლა უნდა, რომ საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდეს.
"ეს დიდი გამოწვევა იყო - საქართველოდან გამარჯვებული წამოვიდოდით თუ დამარცხებული. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. საქართველოში 5 წელი გავატარე, რაც პატარა დრო არაა. მოგებულები და გმირები ვერა, მაგრამ იქიდან სუფთა სინდისით წამოვედით. ვფიქრობ, საქართველოში კარგი სახელი დავტოვეთ. 5-წლიანი სანაკრებო კარიერის მანძილზე ფიქრისთვის ძალიან დიდი დრო მქონდა. ახლა მინდა, რომ საკლუბო ფეხბურთში დავბრუნდე. დაველოდები შემოთავაზებებს, რადგან არ მინდა ვიჩქარო," - ამბობს ვაისი.

სხვა სტატიები