Belive

ვაისი შესაძლოა რუსეთში დასაქმდეს - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სამეულშია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
eurosport.ru რუსეთის პრემიერლიგის ბინადარი კლუბის "სოჭის" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებს ასახელებს. გამოცემის ცნობით, ეს თანამდებობა შესაძლოა ვლადიმირ ვაისმა დაიკავოს. მას მერე, რაც რუსეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონის დებიუტანტი გუნდიდან ალექსანდრ ტოჩლინი გაათავისუფლეს, ვერსიები სავარაუდო შემცვლელთა შესახებ აქტიურად ვრცელდება, მათ შორის კი საქართველოს ნაკრების თავკაცის სახელმაც გაიჟღერა. სლოვაკი სპეციალისტი სტატიაში დიმიტრი ხოხლოვთან, დან პეტრესკუსა და ყურბან ბერდიევთან ერთადაა ნახსენები. 16 ტურის შემდეგ, რუსეთის ჩემპიონატში "სოჭი" 13 ქულით ბოლო ადგილზეა. ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016 წლის მარტიდან მუშაობს და ეროვნულ გუნდს ისტორიაში 40-ჯერ უხელმძღვანელა, რაც თემურ ქეცბაიასთან ერთად რეკორდია.

სხვა სტატიები