Belive

ვაისის 25 რჩეული - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია  

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. "ჯვაროსნები" 15 ნოემბერს ქალაქ სენტ გალენში შვეიცარიას ესტუმრებიან, 4 დღის შემდეგ კი პულაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიას ამხანაგურად დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრები მოახლოებული შეხვედრებისთვის მზადებას 11 ნოემბერს დაიწყებს. მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი) მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი) ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზაინი, რუსეთი) თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)
სლოვაკმა სპეციალისტმა გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ 6 ფეხბურთელს უხმო: სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ლუკა ზარანდია (ზულტე-ვარეგემი, ბელგია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (მეზოკოვეშდი, უნგრეთი), ლევან კუტალია ( დინამო თბილისი).

სხვა სტატიები