Belive

ვახტანგ თურმანიძე: "შეცდომებს გამოვასწორებთ და ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ეროვნულ ლიგაში 2020 წლის სეზონის პირველი გოლი საჩხერის "ჩიხურამ" გაიტანა, თუმცა კორიფაძის ზუსტი პენალტი იმერულ კლუბს "საბურთალოსთან" სტუმრად ქულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა. თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, "ჩიხურას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ თურმანიძემ თავისი ხელმძღვანელობით გამართული პირველი ოფიციალური მატჩი შეაფასა. "ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ახალი სეზონის დაწყებას ვულოცავ. მნიშვნელოვანი წელიწადი გველოდება, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე - იმედი მაქვს, ეროვნული გუნდი ერთა ლიგას მოიგებს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.  რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჩემპიონატის საწყისი ტური რთული გამოდგა. მიუხედავად მარცხისა, მინდა ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ ამ შეხვედრის მოსაგებად მაქსიმუმი გააკეთეს. რა თქმა უნდა, გვქონდა შეცდომებიც, რომელსაც შემდეგ შეხვედრებში სწორი მუშაობით და მაქსიმალური შრომით გამოვასწორებთ. გავაანალიზებთ ამ მატჩს, სუსტ და ძლიერ მხარეებს და ვეცდებით, რომ შემდეგი შეხვედრებისთვის ბრძოლისუნარიანი გუნდი გავხდეთ", - თქვა ვახტანგ თურმანიძემ.

სხვა სტატიები