Belive

ვახტანგ თურმანიძე: "სავარაუდოდ, ვარჯიშს მაისის ბოლოს დავიწყებთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
2020 წლიდან საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ვახტანგ თურმანიძემ ამ თანამდებობაზე 13-წლიანი მუშაობის შემდეგ სოსო ფრუიძე შეცვალა. Იმერული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ამ დიდი პასუხისმგებლობის, კორონავირუსის გამო გუნდში არსებული მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. Ბოლო თვეებში მიმდინარე მოვლენებმა, ყველას რეალობა შეცვლა. როგორია ამ მხრივ თქვენი გუნდის მდგომარეობა და როგორ ცდილობენ ფეხბურთელები ფორმის შენარჩუნებას? Პირველ რიგში მინდა ექიმებს და მთლიანად იმ ადამიანებს გადავუხადო მადლობა, ვინც ცდილობს, რომ ამ მდგომარეობიდან რაც შეიძლება მალე და ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. Რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი გუნდის სავარჯიშო პროცესს, ცხადია ჩვეული რეჟიმისგან განსხვავებული ფორმატით ვემზადებით. Ფეხბურთელები უმეტესად სახლის პირობებში ვარჯიშობენ, რამდენადაც შესაძლებელია ინარჩუნებენ ფიზიკურ ფორმას და ბურთთანაც ურთიერთობენ, თუმცა ამ პირობებში სრულფასოვანი სათამაშო კონდიციების შენარჩუნება შეუძლებელია. Აქამდე ჯგუფური ვარჯიშებს ვერ ვატარებდით, რადგან სამ ადამიანზე მეტის შეკრების უფლება არ გვქონდა. თანაც, ფეხბურთელების უმეტესობა თბილისშია და მათი საჩხერეში ჩამოყვანა ვირუსის საფრთხეს წარმოადგენს. Როგორც იცით, ეტაპობრივად სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებს მუშაობის განახლების უფლება ეძლევათ. მეექვსე ეტაპზე ვარჯიშის განახლებას ჩვენც შევძლებთ. სავარაუდოდ, მაისის ბოლოს ვარჯიშს დავიწყებთ და ჩემპიონატის განახლებამდე მოსამზადებლად რამდენიმე კვირა გვექნება, რაზეც ცოტა ხნის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც ისაუბრა. Მთავარია, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ვარჯიში, რათა ფეხბურთელებმა წონაში არ მოიმატონ და სასურველი ფიზიკური ფორმა შეინარჩუნონ.
თქვენ "ჩიხურაში" სოსო ფრუიძე შეცვალეთ, რონელმაც გუნდში მრავალი წელი გაატარა. ეს ალბათ დიდი პააუხისმგებლობა და გამოწვევაა. როგორია თქვენი მიზანი და გეგმა? Პირველ რიგში მინდა სოსოს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა ვუთხრა. ერთად თითქმის 13 წელი ვიმუშავეთ და მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ბევრი წარმატება და სიხარულიც ვნახეთ. Რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი მიზანია, რომ კლუბმა განაგრძოს იმ გზით სიარული, რომლითაც წლების განმავლობაში დადიოდა. საერთოდ, ამბიციური ადამიანი ვარ და მინდა, რომ ჩემმა გუნდმა რაც შეიძლება მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ჩვენი ამოცანა კვლავაც ევროტურნირების საგზურის მოპოვება იქნება, არ აქვს მნიშვნელობა რა გზით შევძლებთ ამას: ჩემპიონატით თუ თასით, მთავარია რომ იმ გუნდებს შორის მოვხვდეთ, რომელიც საქართველოს ევროსარბიელზე წარმოადგენს, ამაში ხელმძღვანელობა მაქსიმალურად გვიჭერს მხარს. გუნდმა სეზონი სახარბიელოდ ვერ დაიწყო და ორივე შეხვედრა დათმო. რა გახდა 2 წაგების მთავარი მიზეზი? სეზონის ცუდად დაწყებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვისაუბრებ და ვიტყვი, რომ მთავარი მწვრთნელის რანგში ეროვნულ ლიგაში დებიუტი მქონდა, ამრიგად გამოცდილების მიღება მჭირდება. გარდა ამისა, გუნდში იყო ცვლილებები: წავიდნენ და მოვიდნენ ფეხბურთელები, ამიტომაც შესათამაშებლად დრო გვჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ პირველ შეხვედრებში დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ და სეზონის ბოლოს იმ ამოცანას შევასრულებთ, რომელიც დავისახეთ. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და ყველა მათგანი ჩემს საფეხბურთო ხედვებში ჯდება, ძალიან მომწონს და იმედი მაქვს რომ მათთან ერთად წარმატებას მივაღწევთ.
"ჩიხურა" ახალ სტადიონს ელოდება, ცნობილი მოვლენების გამო მშნებელობა შეჩერდა. სავარაუდოდ, როდის უნდა ველოდოთ გუნდს ახალ არენაზე? კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი გეგმებიც არია - შეჩერდა სტადიონის მშენებლობა. არადა, საჩხერეში თითქმის ყველაფერი დასრულებულია: ტრიბუნები, გასახდელი და სხვა, ერთადერთი რაც დარჩენილია და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი, არის მოედნის საფარი. თურქულ კომპანიასთან გვაქვს კონტრაქტი დადებული, მათ უნდა ჩამოეტანათ ბალახის თესლი და დაეთესათ, მაგრამ საზღვრების ჩაკეტვამ ამას ხელი შეუშალა. თუ მდგომარეობა მალე გამოსწორდება, სავარაუდოდ ორ-სამ თვეში მოედანი დასრულებული იქნება. მთლიანობაში კი გვაქვს დიდი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს კლუბისთვის ბაზის, სასტუმროს, სტადიონის და მთლიანად სპორტული კომპლექსის შექმნას, რაშიც ჩართულია კლუბის პრეზიდენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა და ფეხბურთის ფედერაცია. დაბოლოს, თუ არსებობს კონკრეტული გეგმა ჩემპიონატის განახლებისა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განვიხილავთ. თქვენი აზრით, რა ფორმატი იქნება საუკეთესო მოცემულ ვითარებაში? Ალბათ ყველაზე რეალური ვარიანტი ჩემპიონატის ორ ან სამ წრედ დასრულება იქნება. საქართველო არ არის ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყანა, სადაც ისეთი ინფრასტრუქტურა, სპორტული თუ სამედიცინო რესურსები აქვთ, რაც ფეხბურთელებს კვირაში ორი მატჩის ჩატარების და ძალების აღდგენას შესაძლებლობას აძლევს. Მთავარია, რომ ფეხბურთელები არ გადაიტვირთონ და ამან ხშირი ტრავმიანობა არ გამოიწვიოს. ამიტომაც მგონია, რომ საუკეთესო ვერსია ორი ან სამი წრეა.

სხვა სტატიები