Belive

ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე პოლონეთის თასის გამარჯვებულები გახდნენ!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველი ლეგიონერები, ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე პოლონეთის თასის გამარჯვებულები გახდნენ. პოლონეთის თასის ფინალში, რომელიც 2 მაისს, ვარშავაში, ნაციონალურ სტადიონზე გაიმართა, ვაკო გვილიასა და ლუკა გაგნიძის "რაკოვი" ნიკა კვეკვესკირის პოზნანის "ლეხს" დაუპირისპირდა და ანგარიშით - 3:1 იმარჯვა. არცერთი ქართველი მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა. ნიკა კვეკვესკირი მოედანზე 84-ე წუთზე შემოვიდა, ვაკო გვილია სათადარიგოთა სკამზე დარჩა, ხოლო ლუკა გაგნიძე განაცხადში არ მოხვედრილა. პოლონური კარიერის განმავლობაში ეს გვილიასთვის რიგით მესამე ტიტულია - აქამდე ქართველ ნახევარმცველს ვარშავის "ლეგიასთან" ერთად ორჯერ პოლონეთის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. რაც შეეხება გაგნიძეს, ეს 19 წლის ფეხბურთელისთვის კარიერაში პირველი ტიტული იყო. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ გუნდებს პოლონეთის ჩემპიონატის მოგების შანსიც აქვთ - "რაკოვი" და "ლეხი" ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 62-62 ქულით ლიდერობენ.

სხვა სტატიები