Belive

ვაკო გვილია ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია მოხვდა. 26 წლის ფეხბურთელმა "შლასკთან" შეხვედრაში დუბლის შესრულება მოახერხა და ვარშავის "ლეგიას" 2:0 მოაგებინა.
ეს ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მეათე გოლი იყო, გარდა ამისა, მის ანგარიშზე 9 საგოლე გადაცემაა. დედაქალაქური კლუბი ამ გამარჯვების შემდეგ 63 ქულა დააგროვა ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. შემდეგი შეხვედრა ვარშაველებს "იაგელონიასთან", 24 ივნისს აქვთ.

სხვა სტატიები