Belive

ვაკო გვილია კარიერას პოლონეთის ვიცე-ჩემპიონში გააგრძელებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დროით ადრე, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ, გუნდი შეიცვალა: იგი კარიერას კვლავ პოლონეთის ჩემპიონატში, კერძოდ კი ჩესტოხოვის "რაკუვში" გააგრძელებს. 27 წლის ნახევარმცველს "ლეგიასთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ამოეწურა და "რაკუვს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გვილიამ "ლეგიაში" 2 წლის განმავლობაში 70 მატჩი ჩაატარა, ამ პერიოდში კი 11 გოლსა და ამდენივე საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. ტრანსფერთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სექტემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. უკლუბოდ მყოფი ნახევარმცველი ვილი სანიოლს ნაკრებში არ გამოუძახებია და საინტერესოა, შეძლებს თუ არა ფორმის აღდგენას და ნაკრების მწვრთნელის ნდობის მოპოვებას ვაკო გვილია, რომელსაც "ჯვაროსნების" მაისურით 37 მატჩი აქვს ჩატარებული.  

სხვა სტატიები