Belive

ვაკო გვილიას პირველი კომენტარი ლეგიაში გადასვლის შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, ვაკო გვილიამ კარიერა ვარშავას "ლეგიაში" გააგრძელა. ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა. 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ახალი გუნდის ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა. "ლეგიაში" გადასასვლელად დიდი დრო არ დამჭირდა. ვარშავაში მოხვედრით ძალიან ბედნიერი ვარ. ერთი სული მაქვს, თუ როდის გავალ სტადიონზე სათამაშოდ.  ვიცი, რომ "ლეგია" ყოველთვის ჩემპიონი უნდა იყოს და მთელი გუნდი როგორც ჩემპიონატის ტიტულოს, ასევე, ქვეყნის თასის დაბრუნებას უნდა შეეცადოს. ძალიან აღფრთოვანებული ვარ," - თქვა გვილიამ პოლონურ გუნდთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

სხვა სტატიები