Belive

ვაკო ყაზაიშვილი ულსან ჰიუნდაისთან ერთად სამხრეთ კორეის ჩემპიონი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამხრეთ კორეის ჩემპიონატის ბოლოსწინა, 37-ე ტურში, ,,ულსან ჰიუნდაიმ'', სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, ,,განგვონი'' სტუმრად 2:1 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

K ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, ,,ულსანმა'' მეორეადგილოსან ,,ჩონბუკ მოტორსს'' 6 ქულით გაუსწრო.

ყაზაიშვილი დღევანდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 67-ე წუთზე დატოვა. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

,,ულსან ჰიუნდაი'' K ლიგის გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა. წინა სამ სეზონში გუნდმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.


სხვა სტატიები