Belive

ვაკო ყაზაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
MLS-ის 29-ე ტურის შეხვედრაში, "სან ხოსე" - "ატლანტა იუნაიტედს" დაუპირისპირდა. მატჩი "სან ხოსეს" მარცხით, ანგარიშით 3:4 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში, ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდნენ ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია. ორივე მათგანმა, მოედანზე 90 წუთი დაჰყო . შეხვედრის 58-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა. "სან ხოსეს" ქართველმა ლეგიონერმა მის მიერვე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა. შესანიშნავი ცრუმოძრაობებით, ყაზაიშვილმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში აუღებელი დაარტყა.

სხვა სტატიები