Belive

ვალდანო მბაპეს კომენტარზე: ,,კილიანს ჯერ არ ესმის, რომ ფეხბურთში, სიმართლის გარდა, ყველაფრის თქმა შეიძლება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ხორხე ვალდანო კილიან მბაპეს კომენტარს გამოეხმაურა. რამდენიმე დღის წინ, ფრანგმა შემტევმა განაცხადა, რომ ფეხბურთი ევროპაში უფრო განვითარებულია, ვიდრე - სამხრეთ ამერიკაში: ,,არგენტინა და ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად მაღალი დონის მატჩებს არ ატერებენ, სწორედ ამიტომ, ბოლო ჩემპიონები ევროპელები არიან.''
,,მბაპეს კომენტარმა ბევრი კამათი გამოიწვია, თუმცა მას ჯერ არ ესმის, რომ ფეხბურთში სიმართლის გარდა ყველაფრის თქმა შეგიძლია. ევროპული ფეხბურთი ძალიან ძლიერია და ამ კონტინენტის ნებისმიერი ნაკრების დამარცხება რთულია. არგენტინას ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ამას გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება. ევროპული ნაკრებები ფიზიკურად ძლიერები და ტაქტიკურად გამართულები არიან. დანიის, შვეიცარიისა და ბელგიის ნაკრებები ძალიან მაღალი დონის გუნდებია,'' - ვალდანოს სიტყვებს Tyc Sports-ი ციტირებს.
არგენტინა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში, მექსიკასთან, საუდის არაბეთთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები