Belive

ვალდანო: ,,მესი მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონობს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ხორხე ვალდანომ, კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ლეო მესის თამაში შეაფასა:

,,მესი ფეხბურთის არსს ავლენს. ის უფრო მეტად არის დაკავშირებული თანაგუნდელებთან და აჩენს იმ ხასიათს, რომელიც ყოველთვის ჰქონდა. ლეო ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონობს.

მე პირველივე დღიდან მესის გულშემატკივარი ვარ. ის გენიალურობას 20 წელია ავლენს. ვისაც არ მოსწონს მესი, არ უყვარს ფეხბურთი,'' - განაცხადა ვალდანომ.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესის ანგარიშზე არგენტინის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მუნდიალის ნახევარფინალში ,,ალბისელესტე'' ხორვატიას შეხვდება. მატჩი ხვალ, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები